ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი იქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს ასობით და ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებას, გადამზადებას და შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას.
შესაბამისი განცხადება მეზურნიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება.
”ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით, ჩვენ გვაქვს სიახლე. სულ რამდენიმე დღეში გაიმართება პრეზენტაცია ახალი პროექტის. საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს ასობით და ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებას, გადამზადებას და შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას.
ამ პროექტის ინიციატორი გახლავართ მე და ჩემი კოლეგა ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში, გარდა ამისა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ეს პროექტი ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება გადამზადების კუთხით. დღეს მთავარი გამოწვევა არის ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით, ჩვენ ძალიან სწრაფად დავდებთ შედეგს და ძალიან ბევრ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შევქმნით,” – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები