უმრავლესობის წევრის თქმით, აბრეშუმის გზის რიგით მე-2 ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი მეზურნიშვილი თავის განცხადებაში გამოეხმაურა თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც მისი შეფასებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის.
„მასში მონაწილეობას იღებს 60 ქვეყანაზე მეტი, 2000-მდე დელეგატი. ასეთი ღონისძიება არის პირდაპირი გზავნილი და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი იმიჯი გაიზარდოს საერთაშორისო არენაზე. ეს არის პლატფორმა რომლის მონაწილეობაშიც ქართულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ თავისი პროექტები, მოიძიონ პარტნიორები“, განაცხადა პარლამენტარმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიც, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მოვიზიდოთ ამ ორგანიზაციებიდან ფინანსები.

შორისაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფორმება, ახლა მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინდოეთთან, რაც არის დამატებითი შესაძლებლობები ჩვენი ექსპორტიორებისათვის.

ფორუმის ფარგლებში წამოჭრილი იქნება ასევე ისეთი თემები, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიები. „ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით ჩვენ გვაქვს სიახლე, სულ რამდენიმე დღეში გაიმართება ახალი პროექტის პრეზენტაცია – საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს საქართველოში ასობით და ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებას, გადამზადებას და შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, ამ პროექტის ინიციატორები მასთან ერთად არიან პარლამენტარი ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში ბატონი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. მისი შეფასებით, ეს პროექტი იქნება ყველაზე მასშტაბური პროექტი გადამზადების და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. „დარწმუნებული ვარ ამ პროექტის და ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით ჩვენ საკმაოდ მაღალანაზღაურებად ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნით“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები