მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ბანკი INCEC-ი „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჩინეთში სიდიდით პირველი ინდუსტრიული და კომერციული ბანკის INCEC-ის ფინანსური დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების საინვესტიციო პროექტების გენერალურ დირექტორს ვან ჭენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების, შესაძლო ერთობლივ პროექტებში თანამონაწილეობისა და დაფინანსების მექანიზმებზე იმსჯელეს. მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ინდუსტრიული და კომერციული ბანკი INCEC-ი საქართველოში ინვესტიციების დაბანდებას და „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმის გაფორმებას და ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებში ინვესტირებას გეგმავს. ჩინეთის უმსხვილესი ბანკი ფონდს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით სარგებლობას, მათ შორის, იაფი სესხის, რეფინანსირებისა და საინტერესო პროექტების აქციათა პაკეტში შესვლას სთავაზობს.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ჩინეთში სიდიდით პირველი ინდუსტრიული და კომერციული ბანკის INCEC-ის წარმომადგენლებს „საპარტნიორო ფონდის“ პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფონდში მიმდინარე პროექტების შესახებ. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებიისა და ბიზნეს გარემოს შეახებ. შეხვედრას ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია და მისი მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი ესწრებოდნენ.

INCEC-ის ფინანსური დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების საინვესტიციო პროექტების დირექტორმა „საპარტნიორო ფონდის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩინეთში სიდიდით პირველი ინდუსტრიული და კომერციული ბანკის მხრიდან, ფონდთან თანამშრომლობის ინტერესი „საპარტნიორო ფონდის“ მიერ შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-სთან ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის“ დაფუძნებისა და ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია SINOSURE-სთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გაჩნდა.

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ბანკი INCEC-ის მენეჯმენტი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მოწვევით იმყოფება. თბილისში გამართული რიგით მეორე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მოსაწვევი დავით საგანელიძემ INCEC-ის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ჩინეთში ამა წლის მაისში გამართული „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გადასცა, სადაც „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი სწორედ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ბანკის INCEC-ის პრეზიდენტისა და ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის მიწვევით იმყოფებოდა.

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის (ICBC) შესახებ:

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი (ICBC) არის ყველაზე დიდი ბანკი მსოფლიოში საერთო აქტივებისა და ბაზრის კაპიტალიზაციის რაოდენობით. იგი ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომერციული ბანკების ოთხეულში შედის. 2013 წელს „ფორბსის“ თანახმად, ბანკმა მოიპოვა პირველი ადგილი მსოფლიოს უდიდეს საჯარო კომპანიებს შორის და პირველი ადგილი ტოპ 1000 ბანკის სიაში. „ფორბსის“ 2017 წლის მონაცემებით კი, ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი, ზედიზედ მეხუთე წელია მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში უცვლელად იკავებს ადგილს ლიდერთა შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები