კახა კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებაზე: შეუძლებელია, მას მისჯილი აქვს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, რომ ეს შუძლებელია, რადგან მას მისჯილი აქვს.
თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კალაძის თქმით, არ იცნობს და შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.
„ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე, 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები