კახა კალაძე: ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონაა და არანაირი სასტუმრო არ აშენდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო არ აშენდება, – ამის შესახებ მან სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
„ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო ვერ და არ გაკეთდება. ეს არის რეკრეაციული ზონა. ჩვენ გვექნება სპეციალური მიდგომა ამ ხეობის განვითარებისთვის. არსებობს ზოგადად კონცეფცია, როგორ შეიძლება მისი განვითარება. თუ ვინმემ რაღაც დრო იხელთა, ვიდრე ტრანზიციის და გარდამავალი პერიოდი იყო, არ ვიცი, ამას გავივლით, თუმცა ვერეს ხეობაში ვერანაირი სასტუმრო ვერ აშენდება“, – განაცხდა კახა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს წევრი ნიკა ვაჩეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიის ზონალური საბჭოს ხუთმა წევრმა დადებითი რეკომენდაცია გასცა მდინარე ვერეს ხეობაში 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები