თეა წულუკიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც „კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ბრიფინგი 16.00 საათზე დაინიშნა.
„კვირას“ ინფორმაციით, საგანგებო ბრიფინგი, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად, – ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა. ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან. ცნობისათვის, ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა, გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და 2016 წლის 13 სექტემბერს ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები