ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის კანდიდატს, ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა. კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ფარულ კენჭისყრაზე, შვიდმა დეპუტატმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. კომიტეტის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიები ესწრებოდნენ.
სხდომაში ოპიზიცია არ მონაწილეობდა.
ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა უმრავლესობამ დაასახელა.