მამუკა მდინარაძე: უმრავლესობის ამოცანა იყო, მომავალ სახალხო დამცველად ობიექტური კანდიდატურა დასახელებულიყო

„უმრავლესობის ამოცანა იყო, რომ მომავალ სახალხო დამცველად პროფესიონალი და ობიექტური კანდიდატურა დასახელებულიყო“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ომბუდსმენის თანამდებობაზე წარდგენილი ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მოსმენა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ცდუნებაზე, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე მასთან ასოცირებული პირი დაასახელოს.
მისივე თქმით, ამ პოსტზე 7 კანდიდატი განიხილებოდა და ამ 7 პირიდან 4 წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
”ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უმრავლესობის პოზიცია და არასამთავრობოთა პოზიცია ერთმანეთს დაემთხვა”, – აღნიშნა მდინარაძემ.
კომიტეტის სხდომაზე ისიც ითქვა, რომ მმართველი გუნდი მზადაა მოისმინოს კრიტიკა სახალხო დამცველისგან და დარწმუნებული არიან, რომ ნინო ლომჯარიას არჩევის შემთხვევაში ეს ასეც იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები