ნდობის ჯგუფის წევრები გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე იმსჯელებენ

დღეს, პარლამენტში ნდობის ჯგუფის წევრები თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე იმსჯელებს, – ამის შესახებ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  მისივე თქმით, ნდობის ჯგუფის ოთხი წევრი სამუშაო გრაფიკს განსაზღვრავს. ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ხელისუფლების ინტერესებშია რაც შეიძლება დროულად მოხდეს გამოძიება.
მისივე განცხადებით, როგორც კი გამოძიება დასრულდება და ფაქტებით დადასტურებული დეტალები გახდება ცნობილი, ამ თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება. ”გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიდის. როგორც კი იქნება იმის საშუალება, რომ ნდობის ჯგუფში, ან სხვა ფორმატში მოხდეს ინფორმაციის მოწოდება გამოძიების დეტალების შესახებ, ამაზე მსჯელობა გაიმართება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები