შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას აუდიტის სამსახური შეისწავლის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, აუდიტის სამსახური სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები