იან კელი: სპეცოპერაციის გამოძიებაში FBI-ს ექსპერტები ჩაერთვნენ

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებაში, ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთვნენ. როგორც კელიმ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში, ქართულ მხარეს დახმარება ამერიკულმა მხარემ თავად შესთავაზა.
„აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთავაზეთ ტექნიკური დახმარება. ჩვენ ამას უკვე უზრუნველვყოფთ. ეს ის საკითხია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება. ეს საერთაშორისო ტერორიზმის საკითხია. საქართველო ჩვენი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, ვითანამშრომლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები