„მხოლოდ კანონმდებლობას და საკანონმდებლო რეგულაციებს ნუ დავაბრალებთ რაიმე ტრაგედიას“

იმ რეგულაციებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა რომ ხდებოდეს, რაც დღეს გვაქვს, ეს ბევრ ტრაგედიას და საფრთხეს აგვაცილებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
თუმცა მდინარაძე, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.
“მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს გლოვის დღეა და კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს. ერთი რამ მინდა გთხოვოთ, რომ მხოლოდ კანონმდებლობას და საკანონმდებლო რეგულაციებს ნუ დავაბრალებთ რაიმე ტრაგედიას, რადგან იმ რეგულაციებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა რომ ხდებოდეს, რაც დღეს გვაქვს, ეს ბევრ ტრაგედიას და საფრთხეს აგვაცილებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ დღის წესრიგში დადგება, რომ რომელიმე ნორმის გამკაცრება კიდევ მეტად უზრუნველყოფს მსგავსი ფაქტების პრევენციას, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე უკან არასდროს დავიხევთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები