მამუკა მდინარაძე: სპეცოპერაციაზე საუბრისას, არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას

„სპეცოპერაციაზე საუბრისას არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხოციელებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ყველა სიტყვა, რომელიც მათ შორის ოპონენტებისგან თუ ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, ექსპერტისგან იქნება არასწორად ნათქვამი, გარკვეული რისკის შემცველია.
“ეს არის საკითხი, რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. ყველა სიტყვა, რომელიც მათ შორის ოპონენტებისგან თუ ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, ექსპერტისგან იქნება არასწორად ნათქვამი, გარკვეული რისკის შემცველია, ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დაველოდოთ აუცილებლად გამოძიების შედეგებს. მხოლოდ ის, რომ არ გამორიცხავს რომელიმე თანამდებობის პირი კონკრეტულ დეტალებს, არ ნიშნავს დადასტურებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები