რას აცხადებს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული – ომბუდსმენის კომენტარი

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი ტერორიზმთან კავშირს უარყოფს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას აღიარებს. „ჩვენმა წარმომადგენელმა ტერორიზმში ბრალდებული უკვე მოინახულა. ის ტერორიზმთან კავშირს უარყოფს, თუმცა, აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართულები ვართ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.
ის უარყოფს ზოგადად ტერორიზმთან კავშირს, ასევე ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია. ის იცნობდა მხოლოდ ერთ ადამიანს, შესაბამისად, ის იყო დაინტერესებული, რომ ინფორმაცია მიეღო მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რა ინფორმაციაც ჩვენ მას მივაწოდეთ“,- აღნიშნა ომბუდსმენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები