პარლამენტის თბილისის და ქუთაისის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის, თბილისის და ქუთაისის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ბათუმში 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 10 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 1 ირანის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები