„ლეონგრანდიში“დაღუპული ირანელის ძმა: ბიზნესმენი იყო და თავის საქმის გამო იმყოფებოდა ბათუმში

ბათუმში, ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ძმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა. როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, უქმე დღის გამო, ცხედარს სამშობლოში ვერ ატანენ.

„პოლიციაში მოვედი ჩემი ძმის გადასვენებასთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. ახლა დახმარებისთვის ირანის საკონსულოს მივმართავ. ჩემი ძმა ბიზნესმენი იყო და თავის საქმის გამო იმყოფებოდა ბათუმში,“ – განაცხადა დაღუპულის ძმამ.

სასტუმრო „ლეონგრანდიში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა და მას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი ირანის მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები