გიორგი ტყემალაძემ სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პირველ მოადგილესთან გიორგი ახვლედიანთან და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდსა და გამოსვენების სამგლოვიარო პროცესიას დაესწრო. საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მებრძოლის ოჯახს მიუსამძიმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს სპეცრაზმელს 41 წლის ივანე გოლოშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები