ვახტანგ გომელაური: ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული ახმედ ჩატაევი იყოს

“ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიძლება, ახმედ ჩატაევი იყოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, დადასტურებულად თქმა იმისა, იყო თუ არა ის ჩატაევი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავთ, როგორც საექსპერტო, ასევე, საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას. ეჭვი არის, რომ ჩატაევი შეიძლება იყოს, მაგრამ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ. როცა გაკეთდება ანალიზი, გვექნება ზუსტი პასუხი, იყო თუ არა ჩატაევი “, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით დაეხმარება, ხოლო ყოველთვიურად – 1000 ლარით

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები