სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდზე ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში,სადაც 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ქაშუეთში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი გიორგი მღებრიშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სხვა პირები.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრს, ივანე გოლაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ წუთებში ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ივანე გოლაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. 41 წლის სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორცილებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით დაეხმარება, ხოლო ყოველთვიურად – 1000 ლარით

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები