რამდენიმე თვის წინ “ლეო გრანდი” ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის უქონლობის გამო დააჯარიმეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ სასტუმრო “ლეოგრანდი” ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობის გამო დააჯარიმა. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
ცნობისთვის, ბათუმში მდებარე სასტუმრო “ლეოგრანდი”, სადაც ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, 2015 წელს გაიხსნა, ის ხუთვარსკვლავიანია და მასში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.

მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები