ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები იდენტიფიცირებულია

შსს-ს ცნობით, ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებულია და თერთმეტივე გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

გუშინ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველიც.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები