დამასკოში რუსეთის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

სირიის დედაქალაქში მდებარე რუსეთის საელჩო დაბომბეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შენობის გარეთა ნაწილს 122 მილიმეტრიანი ნაღმი მოხვდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საელჩოს ცნობით, დაზიანებულია შენობის ერთ-ერთი კედელი. ასევე ელექტროგადამცემი ბოძი და წყალმომარაგების სისტემა.

საგარეო უწყების ცნობით, საელჩოს “ტერორისტების პოზიციებიდან” ესროლეს. დამასკოში რუსეთის საელჩოზე იერიში 2 აგვისტოსაც მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები