აშშ დიდი ზომის სამხედრო თანამგზავრების რაოდენობას შეამცირებს

შეერთებული შტატების სტრატეგიული ბრძანების ხელმძღვანელის განცხადებით, დიდი ზომის თანამგზავრების დრო, წარსულს ჩაბარდა. აშშ-მა კოსმოსი, იაფი, სწრაფი და კომპაქტური თანამგზავრებით უნდა დაფაროს.
ამერიკელმა გენერალმა ჯონ ჰეიტენმა , „ჰალიფაქსის“ საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო თანამგზავრების რაოდენობა უნდა შემცირდეს.“მე არ ვუჭერ მხარს დიდ სატელიტებს, ჩვენი ოპონენტებისთვის, ისინი ძალიან გემრიელი სამიზნეები არიან“
აშშ-ის სტრატეგიული ბრძანების ხელმძღვანელი, ჰეიტენი, ბირთვული ძალების გლობალურ მართვაზე და კონტროლზეა პასუხისმმგებელი.
ჰეიტენის თქმით, აშშ ძალიან ბევრ ფულსა და დროს მსხვილი სატელიტების განვითარებაზე ხარჯავს, რაც ოპონენტებისთვის ხელსაყრელია. მან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, კომერციული ტექნოლოგიების გამოყენებისკენ მოუწოდა, როგორიცაა მცირე ზომის თანამგზავრი, რომელიც განადგურების შემთხვევებს შეამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები