„იუთუბიმ“ ის საბავშვო არხი დაბლოკა, რომელსაც 8,5 მილიონი გამომწერი ჰყავდა, რადგან ის პედოფილებს იზიდავდა

„იუთუბის“ არხი „Toy Freaks“ იმის გამო დაბლოკეს, რომ ის საიტის წესებს არღვევდა. ამ არხის მთავარი გმირები დები ანაბელი და ვიქტორია იყვნენ, რომლებიც ვიდეორგოლებში საკმაოდ უცნაურად იქცეოდნენ. ორი წლის განმალობაში ამ არხმა შემქმნელს და, ამავე დროს, გოგონების მამას 11 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა. კომპანია „გუგლიც“ არ დარჩენილა წაგებული და, არხზე განთავსებული რეკლამის წყალობით, 9,5 მილიონი დოლარის მოგება ნახა. პატარა დები ვიდეორგოლებში, უმეტესწილად, უცნაური გარეგნობით ჩნდებოდნენ – მკვეთრი მაკიაჟითა და საწოვარებით პირში. ამას გარდა, მამა უჩვენებდა მაყურებელს მათ თამაშს აუზში. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა ანაბელი, რომელიც სარძევე კბილის ამოვარდნის გამო, რეალურად ტიროდა. სასამართლო ფსიქოლოგი ბელინდა უინდერი დარწმუნებულია, რომ მსგავსმა ვიდეორგოლებმა, შესაძლოა, პედოფილები და ძალადობასთან დაკავშირებული სექსუალური ფეტიშების მქონე ადამიანები მიიზიდონ. დაბლოკილი არხის 46 წლის მფლობელი გრეგ ჩისი უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, შვილების ექსპლუატაციის შესახებ. „გუგლი“ მისი მისამართით პირდაპირ ბრალდებებს არ აჟღერებს და არხის დაბლოკვას მომხმარებლებზე ზრუნვითა და ბავშვთა უფლებების შეცვლილი წესებით ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები