პაკისტანში, ავარიას 20 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, ჰაირპურის რეგიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ქვანახშირით სავსე სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა.
ავარიის შედეგად დაზარალებული რამდენიმე მგზავრი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
2014 წელს, ჰაირპურის რეგიონში, მსგავსი ფაქტი მოხდა, სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, ავარიის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, 18 კი, დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები