ლეგენდარული ჩოგბურთელი იანა ნოვოტნა გარდაიცვალა

ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ლეგენდარული ჩეხი ჩოგბურთელი, იანა ნოვოტნა საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
ნოვოტა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ითვლებოდა.
ნოვოტნა „WTA“ -ას ერთეულებში 24 ტურნირის და წყვილებში 76 ტურნირის გამარჯვებულია. მან „დიდი შლემის“ ტურნირში 12-ჯერ მიაღწია გამარჯვებას. იანა ორჯერ გახდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (1988 და 1996 წლები).
ბოლო წლებში იანა ნოვოტნა მძიმე სენს ებრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები