ავსტრალიის სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

ავსტრალიის სანაპიროზე 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც შესაძლოა ცუნამის გამოწვევას ხელი შეუწყოს.
როგორც წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, “საფრთის ქვეშ მყოფ სანაპირო ზოლზე პასუხისმგებლობა, სამთავრობო უწყებებმა უნდა აიღონ, რომლებიც ვალდებულები არიან, სანაპიროს მოსახლეობის პოპულაციის შემცირებას ხელი შეუშალონ და მათი ინფორმირება მოახდინონ.“ ცენტრში აცხადებენ, რომ ცუნამის საშიში ტალღები, შესაძლოა, მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კილომეტრში მდებარეობდეს.
ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ, ამ დროისთვის უცნობია.
ახალი ზელანდიის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ განაცხადა რომ,”ახალი ზელანდიისთვის, 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის საფრთხე არ არსებობს“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები