კასპის მერიაში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის პროექტი განიხილეს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის (2018-2022 წწ.) პროექტი განიხილეს.
„გეგმა მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, კომერციული ობიექტებისა და ადგილობრივი საწარმოებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი სერვისის მიწოდებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგავსაყრელის დახურვა-რემიდიაციას;
განხილვის დისკუსიაში მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, წარმოების ხელმძღვანელები, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN -ის ადგილობრივი კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში ირმა კიტრიაშვილი“ -აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები