საუდის არაბეთში კიდევ 208 ადამიანი დააკავეს

საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა 208 ადამიანის დაკავების შესახებ ბრძანება გასცა. დაკავება ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. დაკავებულებიდან 7 ადამიანი პატიმრობიდან განთავისუფლდა. ამ დროისთვის გენერალურმა პროკურორმა უარი უთხრა მედიას დაკავებულების ვინაობის გასაჯაროებაზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთში 40 გავლენიანი პირი დააკავეს, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები, მინისტრები, სამხედროები და ბიზნესმენები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები