ბოლნისი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან გაიწმინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლებმა შენობებზე, სკვერებსა და ბოძებზე გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა მერობის კანდიდატმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარ გოგი მეშველიანთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაკრული სააგიტაციო მასალების ჩამოხსნაში მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციის მთავარი მესიჯია – მუნიციპალიტეტმა საკუთარ საზღვრებში გარემოს დასუფთავებაზე იზრუნონ. დასუფთავების ასეთი მასშტაბური აქციები პერმანენტულად კვლავ გაგრძელდება.
,,ამ აქციის მიზანია დავიცვათ სისუფთავე ჩვენს მუნიციპალიტეტში და გავასუფთაოთ ტერიტორიები წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან. დასუფთავების აქციაში პარტიის აქტივის გარდა ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და უახლოეს დღეებში მთლიანად გაიწმინდება ბოლნისი სააგიტაციო მასალისგან. ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები