ნინო ფოჩხუა: მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრნი არიან – ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა
“მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრნი არიან და ელოდებიან საჭირო მომენტს, რათა გარედან მიღებული ბრძანება შეასრულონ”, -ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაზე წერს, რომელმაც 12 უბნის საარჩევნო მონაცემები გააბათილა.
ფოჩხუას თქმით, რადიკალური ოპოზიციის სიხარული ნაადრევია, რადგან წინ სააპელაციო სასამართლოს განხილვაა.
“მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრნი არიან და ელოდებიან საჭირო მომენტს, რათა გარედან მიღებული ბრძანება შეასრულონ. ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა და დარწმუნებული ვარ ამ ცრუ გადაწყვეტილებას გააცამტვერებს. და კიდევ, ვერც უღირსი მოსამართლე ხუჭუა და ვერც სხვა დანარჩენი ქვეყნის მოღალატე აქტორები აქციების მუხტს ვერ აწევენ და ვერც მიაღწევენ მიზანს ხელისუფლებაში დაბრუნების, რადგან მათ მხარეს არც ღირსებაა, არც სამშობლოს სიყვარული და რაც მთავარია არც სიმართლე”, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.