“ქართული ოპოზიციის უსიამოვნო სიტუაციაში ყოფნა მეტწილად მათი დამსახურებაა” – ხორხე გონსალეს გალარცა
“ოპოზიციის მთავარი სამიზნე მოქმედი მმართველი პარტია – “ქართული ოცნებაა”. პრემიერ კობახიძის პარტიამ მეოთხე საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა 2012 წლის შემდეგ, ზუსტად მაშინ, როცა მას ბრალად ედებოდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადახვევა “არალიბერალური” კანონმდებლობის გამო და რუსეთთან მჭიდრო კავშირების მოძიება”, – ამის შესახებ ხორხე გონსალეს გალარცა გამოცემაში – The Critic გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
გალარცა26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.
“ფაქტია, ასეთი კავშირების დამყარების გეგმა არ არსებობდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ამ უკანასკნელის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეჭრამ ორმხრივი დიპლომატია მთლიანად გაყინა. მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა სავარაუდო “გლობალური ომის პარტიის” წინააღმდეგ, კონსპირაციულობის ბრალდებებს იწვევდა, პარტიის ფაქტობრივი დაპირება იყო, მიმდინარე ომში საქართველოს “მეორე ფრონტად” გახდომისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულად დარჩენა, მიზნის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2017 წელს ჩაწერა კონსტიტუციაში”, – წერს საერთაშორისო დამკვირვებელი.