საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვევა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ისრაელს ეწვევა.
„საფრანგეთის როლი შეტყობინებების გადაცემაა და ამიტომ, ხვალ მე ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ვეწვევი, რათა ხელისუფლებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდე“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
მისივე თქმით, ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება და დროა, ძალის გამოყენებამ გზა დიპლომატიასა და დიალოგს დაუთმოს.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა მიუღებელია და იგი უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.