“მოსამართლეების ოჯახის წევრებს აქვთ კონსტიტუციური უფლება – ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური მრწამსი და შეხედულებები” – ბოკუჩავა
“მოსამართლეების ოჯახის წევრებს, ისევე, როგორც ნებისმიერ, საქართველოს მოქალაქეს – აქვს კონსტიტუციური უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური მრწამსი და შეხედულებები”, – ამის შესახებ “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი.
“მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც ადგენს, რომ დიახ, ადგილი ჰქონდა ფარულობის დარღვევას”, – ამბობს ბოკუჩავა.