ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკოს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

“ცესკოს ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები