ამერიკაში არჩევნების შემდეგ შესაძლო მასობრივი არეულობისთვის ემზადებიან
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მხარდამჭერების პოტენციური პროტესტისა და შესაძლო არეულობის გამო, ვაშინგტონს და 20-ზე მეტ შტატს სამხედროების მობილიზება სურთ – აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
არჩევნების მომდევნო კვირებში და ინაუგურაციამდე, საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში 20-ზე მეტმა შტატმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ჯარების გაგზავნა მოითხოვა.
4 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ეროვნული გვარდიის ბიუროს ოპერაციების უფროსმა, ჟან-პოლ ლორანსომ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია რამდენი გვარდიელის ჩართვის საჭიროება იქნება.
მისი თქმით, ეროვნული გვარდიის ბიურო და შტატები დახმარების თხოვნას ელიან.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ორივე კანდიდატს, დაახლოებით, ერთნაირი რეიტინგი აქვს. საბოლოო არჩევნების შედეგებს შვიდი „მერყევი შტატი“ განსაზღვრავს.