კვლევა: როგორ ფიგურირებდა სიტყვები “არჩევნები” და “გაყალბება” ონლაინ სივრცეში?

საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია XDATA არჩევნებთან დაკავშირებით ონლაინ სივრცის კვლევას ავრცელებს.

ციფრული კვლევის თანახმად, 29 ოქტომბერს ყოველი 4-დან 3 ინფორმაციაში, სადაც “არჩევნები” ახსენეს, “გაყალბებაზეც” საუბრობდნენ.

“საინტერესო კვლევა: როგორ ფიგურირებდა სიტყვები “არჩევნები” და “გაყალბება” ონლაინ სივრცეში?

160 ონლაინ პლატფორმის ანალიზით, ჯამში სიტყვა “არჩევნები” 18,014-ჯერ დაფიქსირდა 6 დღის განმავლობაში! ტექსტში “არჩევნებთან” ერთად სიტყვა “გაყალბება” 6,409 შემთხვევაში

მთავარი აღმოჩენა:
29 ოქტომბერს ყოველი 4-დან 3 ინფორმაციაში, სადაც “არჩევნები” ახსენეს, “გაყალბებაზეც” საუბრობდნენ!

როგორ ვითარდებოდა მოვლენები?
26 ოქტომბერი: მხოლოდ 5% ახსენებდა გაყალბებას
27 ოქტომბერი: უკვე 25%-მდე გაიზარდა
28 ოქტომბერი: 31% გახდა

29 ოქტომბერი: რეკორდული 76%!
30 ოქტომბერი: კვლავ მაღალი – 72%
31 ოქტომბერი: შემცირდა 37%-მდე

რას ნიშნავს ეს ციფრები?
დისკუსია თანდათან გადავიდა ზოგადი საარჩევნო თემებიდან კონკრეტულად გაყალბების საკითხებზე
პიკი იყო 29-30 ოქტომბერს
ბოლო დღეს დისკუსია ისევ უფრო მრავალფეროვანი გახდა

წყარო: 160 ქართული ონლაინ პლატფორმის მონაცემთა ანალიზი
პერიოდი: 26-31 ოქტომბერი “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

XDATA-ს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა, რომელიც აანალიზებს 160-ზე წამყვან ვებგვერდს, მათ შორის, მედია საშუალებებს, სამთავრობო და არასამთავრობო ვებგვერდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები