ედიშერ გვენეტაძე – ვლადიმერ ხუჭუაზე: ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ამ არჩევნებმა, სახელმწიფოს მოწინააღმდეგე სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებულ-ჩასაფრებული უამრავი ვირთხა გამოვლინდა

“ძალიან მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ამ არჩევნებმა და აკეთებს პოსტარჩევნებისეული პერიოდი. სახელდობრ, ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგე სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებულ-ჩასაფრებული უამრავი ვირთხა გამოვლინდა და გამოვლინდება”, – ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მაშინ, როდესაც მთელი საელგებეტეთი დაწყებული ბაიდენ-ფონ ლაიენით და დამთავრებული სალომე-ელისაშვილით ებრძვის საქართველოს მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ამ არჩევნებმა და აკეთებს პოსტარჩევნებისეული პერიოდი. სახელდობრ ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგე სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებულ- ჩასაფრებული უამრავი ვირთხა გამოვლინდა და გამოვლინდება. მათ შორის ერთი მკაფიო მაგალითია ადეიშვილის დროინდელი ნაპროკუროურარი შემდეგ კი რაღაც მანქანებით მოსამართლედ გამძვრალი თეთრიწყაროს მოსამართლე, ნაცცოლიანი ვინმე ხუჭუა. რომელსაც ლგბტბმა სხვა რომ ვერაფერს მიაღწიეს ათქმევინეს ვითომდაც საარჩევნო ბიულეტენზე მარკერმა გაჟონაო და არჩევნების გაუქმებას ითხოვს. ამიტომაც სანერვიულო არაფერია. ყოველივე ეს სახელმწიფოში მიმდინარე გაწმენდის პროცესის თანმდევი ელემენტია. რაც მეტი ქართული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგე ნაძირალა წარმოაჩენს თავს და მის უბინძურეს ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ზრახვებს მით უკეთესი”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები