პრემიერი: ჩვენი ძლიერება სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაშია

მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ძლიერება სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაშია, ეს ის განსხვავება და ცვლილებაა, რომელიც, პრემიერის თქმით, ქვეყანაში 2012 წელს განხორციელდა.
„მინდა მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაში, ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია დიდი განსხვავება და ის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს, მას შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს მნიშვნელოვანი ცვლილება. მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვყენაში განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები