მიჰაელ გალერი: ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისათვის

ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში აისახება.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროპარლამენტი  ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პრინციპს ეყრდნობა, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უფლება შეუერთდეს ევროკავშირს.

ამის შესახებ მიჰაელ გალერმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეკომენდაციებში, ჩვენ ასევე მივუთითებთ 49-ე მუხლზე, რომ ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არსებობს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი”,-განაცხადა გალერმა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპალამენტარს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მეგობართა ჯგუფი” ევროპარლამენტში  ჩვენი ქვეყნის ინტერესების ძლიერ ხმას წარმოადგენს.

 შეხვედრაზე მხარეები  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებით მიღებულ რეკომენდაციებს მიესალმნენ. აღინიშნა, რომ დოკუმენტში არსებული ცალკეული ინიციატივები ხელს შეუწყობს როგორც სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირთან, ასევე ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარი საქართველოში მიიწვია.

მიხელ ჯანელიძე ბრიუსელს ვიზიტით სტუმრობს. მინისტრი შეხვედრებს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან მართავს, ასევე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები