კახა კალაძე: სამშენებლო კომპანიებთან არანაირი შეხება არ მაქვს-„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთებული გამოძიება

სამშენებლო კომპანიებთან არანაირი შეხება არ მაქვს,-აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გადაცემა „პირველებში“ ნუცუბიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გააკეთა.
მისი თქმით, ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც სამშენებლო კომპანიებთან მის კავშირს ეხებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა შეკვეთილი.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთებული გამოძიება და ამ ორგანიზაციას მსოფლიო ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე შემიძლია კონკრეტული სქემა დაგიდოთ თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. შემიძლია დოკუმენტალურად დაგიმტკიცოთ ეს ყველაფერი.
სამშენებლო კომპანიებთან არანაირი შეხება არ მაქვს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფართს ნუცუბიძის ქუჩაზე,სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, ეს იყო ჩემი საკუთარი მიწა, რომელიც 2006 წელს მქონდა ნაყიდი და 2015 წელს გავასხვისე. მე ამ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები