ზურა ხაჩიძე საკუთარ არჩევანს ამხელს- კახა კალაძე ქალაქს დაუბრუნებს სიცოცხლეს

მომღერალი ზურა ხაჩიძე საზოგადოებას 21 ოქტომბერს, თბილისის მერის არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ხაჩიძე წერს, იგი ხმას თბილისის მერობის არცევნებში კახა კალაძეს აძლევს, რადგან თვლის, რომ მისი ხედვა და გეგმები ქალაქს სიცოცხლეს დაუბრუნებს.
„21 ოქტომბერიც მოახლოვდა და უნდა მივიდეთ ყველანი არჩევანის გასაკეთებლად და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ.ჩვენ ერთად ვირჩევთ ჩვენივე ქალაქის მერს,რომელიც მომდევნო 4 წელი ჩვენი ქალაქის ბედს ჩვენთან ერთად განსაზღვრავს.დარწმუნებული ვარ თბილისს მომავალი 4 წელი ეყოლება ღირსეული და ქალაქისთვის საამაყო მერი.მე ჩემი არჩევანი უკვე მიღებული მაქვს და მხარს ვუჭერ კახი კალაძეს.რადგან მისი ხედვა და გეგმები ჩვენს ქალაქს დაუბრუნებს სიცოცხლეს,-წერს ხაჩიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები