კახა კალაძე: ვიყავი სპორტსმენი და ვცდილობდი საქართველო ყველას გაეცნო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და არა საბჭოთა კავშირის ნაწილი

ვიყავი სპორტსმენი და ვცდილობდი საქართელო ყველას გაეცნო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და არა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი,-აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გადაცემა „პირველებში“ სტუმრობისას გააკეთა.
მისი თქმით, იგი მზად არის ქვეყანას და ხალხს ემსახუროს.
„მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს ნებისმიერ მოედანზე,სადაც არ უნდა ვიყო- შეიძლება ბიზნესმენი, შეიძლება რიგითი მოქალაქე, ვიყავი სპორტსმენი და მაშინაც ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი და ხალხის ინტერესებს. ყველაფერს ვცდილობდი, რომ ქვეყნის სახელი გამეტანა საზღვრებს გარეთ და საქართელო ყველას გაეცნო როგორც დამოუკიდებელი ქეყანა და არა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი,-აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები