მამუკა მდინარაძე კახა კალაძეზე: როდესაც ასეთი წარმატებული ლიდერი გყავს, ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობას მას ანდობ

კახი როგორც პოლიტიკოსი არის უწარმატებულესი და კახი როგორც საუკეთესო მენეჯერი ეს დაადასტურა მისმა წარსულმა,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა.
მისი თქმით, მთელი გუნდი კალაძის წარმატებაში დარწმუნებულია.

„კახი როგორც პოლიტიკოსი არის უწარმატებულესი და კახი როგორც საუკეთესო მენეჯერი ეს დაადასტურა მისმა წარსულმა.
როდესაც ასეთი წარმატებული ლიდერი გყავს გუნდში, ბუნებრივია ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობას ანდობ მას. ყველანი დარწმუნებულები ვართ და თავად კახიც, რომ მომავალშიც იგივე წარმატებას მიაღწევს,-განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები