არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი არის საუკეთესო გადაწყვეტილება

კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი არის საუკეთესო გადაწყვეტილება,-ამის შესახებ გადაცემა „პირველებში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა მერობის თითოეული კანდიდატი ქალაქსა თუ რეგიონში იმ მოტივით შეარჩია, რომ ისინი საუკეთესოები ყოფილიყვნენ.
„თითოელი კანდიდატი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ მერების პოზიციებზე თბილისსა და რეგიონებში, შერჩეული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ სულისკვეთებით, რომ თითოეულ გეოგრაფიულ არეალში შემოგვეთავაზებინა საუკეთესო კანდიდატები.
ვფიქრობ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში როგორც თბილისის მერობის კანდიდატი არის საუკეთესო გადაწყვეტილება ჩვენს გუნდში და ეს იყო ერთადერთი მთავარი მოტივაცია,-განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები