ლიტველი ევროპარლამენტარი: ბედნიერი ვარ, საქართველოს მიღწევებით

„აღმოსავლეთ პარტნიორობის” საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშზე მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით, ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტრმა ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შთამბეჭდავ მიღწევებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუსმენდი, ბედნიერი ვიყავი იმ წარმატებული შედეგებით, რისი მიღწევაც საქართველომ შეძლო. ჩვენის მხრიდან შევეცდებით, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს”, – განაცხადა ლაიმა ანდრიკიენესმა.

სწორედ აღნიშნული ევროპარლამენტარია ინიციატორი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციების, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კენჭი უყარა და რომლის განხილვაც ევროპარლამენტის სესიაზე უახლოეს პერიოდში მოხდება.

ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობამ” ხელშესახები შედეგები საქართველოსთვის უკვე მოიტანა, როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ევროპარლამენტი მხარს უჭერს მეტი შესაძლებლობების გახსნას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა – ესაა ასოცირების შეთანხმება, DCFTA და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული. „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტმა უნდა მისცეს ახალი დინამიზმი თანამშრომლობას და მოგვცეს მომავლის პოლიტიკური ხედვა”,- განაცხადა ევროპარლამეტარმა.

მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის ცალკეულ ინიციატივებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე აისახა ევროპარლამენტის რეკომენდაციებში „აღმოსავლეთ პარტნიორობა +”-ის სახით და განაცხადა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები, რაც წარმოდგენილია რეკომენდაციებში ხელს შეუწყობს ასოცირებული ქვეყნების მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ იმპლემენტაციას, „ისეთი ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა, ყველა შედეგის მიღწევა სწრაფად მოხდება”-დასძინა ევროპარლამენტარმა.

საქართველოს ვიცე-პრეიმერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დაგეგმილია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მინისტრის სიტყვით გამოსვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები