საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით დონდუა, სომხეთის მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  შავარშ ქოჩარიანი ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი დეტალურად განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის აქტიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედება. განსაკუთრებული აქცენტი  მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე გაკეთდა.

მხარეებმა ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები  მიმოიხილეს. კონსულტაციების ფარგლებში შედგა ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების შემდეგი საქართველოში, 2018 წელს რაუნდი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები