„სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას“ 18 მილიარდი დოლარი გადასცა

ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, მის მიერ დაფუძნებულ ფონდ „ღია საზოგადოებაში“ 18 მილიარდი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ფონდზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისად, ფონდი „ღია საზოგადოება“ აშშ-ში სიდიდით მეორე იქნება, ბილ და მილინდა გეითსების ფონდის შემდეგ.
სოროსმა საინვესტიციო კომიტეტი შექმნა, რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში. ახალი დირექტორი ინვესტიციების დარგში დონ ფიცპატრიკი გახდა, რომელიც პირადად სოროსთან არის ანგარიშვალდებული. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, სოროსი არ აპირებს ფონდში შეტანილი თანხის ინვესტირებას, ამისთვის მას საკუთარი სახსრები აქვს.
„ღია საზოგადოება“ სოროსის მიერ შექმნილ საერთაშორისო საქველმოქმედო ქსელში შემავალი ორგანიზაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები