კახა კალაძე: ნორმალური არის ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ნორმალურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ სახელისუფლებო პარტიას ყველაზე მეტი შემომწირველები ჰყავს.
კალაძის განმარტებით, პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია.
„ნორმალური არის ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია. სწორედ ამიტომ ვართ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, ჩვენ ეს გვესმის, ვაანალიზებთ ყველაფერს და ვგეგმავთ მოგვარების გზებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ – 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ – 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ – 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა – 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ – 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში – 92,168.00 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები