გოჩა გოჩიტაშვილმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი.
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, ეს დღე 2015 წელს დაარსდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები